კულტურა
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი 16 ნოემბერს გაიხსნება (პროგრამა)
FaceBook
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს.

ღონისძიება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი გახლავთ.

კინოფორუმზე წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა.

როგორც ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.

ქუთაისის კინოფორუმი რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით "ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება.


წარმოგიდგენთ კინოფორუმის პროგრამას:

პარასკევი, 16 ნოემბერი
18:00 გახსნა
18:30 "ჰარი ჰარალე, დედაო" (რეჟისორი: ლევან გაბრიაძე)

შაბათი, 17 ნოემბერი
11:00 მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა
13:00 დისკუსია
15:00 "აღლუმი" (რეჟისორი: ნინო ჟვანია)
16:40 დისკუსია
17:30 "ურსუსი" (რეჟისორი: ოთარ შამათვა)
18:50 დისკუსია

კვირა, 18 ნოემბერი
11:00 მოკლემეტრაჟინი ფილმების პროგრამა
13:00 დისკუსია
15:00 "ჰორიზონტი" (რეჟისორი: თინათინ ყაჯიშვილი)
16:55 დისკუსია
17:30 "მეზობლები" (რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე)
18:45 დისკუსია

ორშაბათი, 19 ნოემბერი

12:00 "სანამ მამა დაბრუნდება" (დოკუმენტური ფილმი) (რეჟისორი: მარი გულბიანი)
13:25 დისკუსია
14:00 შეჯამება "ქართული კინო დღეს "

მოკლემეტრეჟიანი პროგრემა

17 ნოემბერი
1. ცხოველი 30
2. საშლელი 18
3. ცუდი ხალხი 19
4. მეთევზე და გოგონა 10
5. დელეგმა 14
6. ახალი წელი

18 ნოემბერი
1. კახეთის მატარებელი 45
2. გაბანა 20
3. ღამის მორიგე 22
4. თევზაობა 20
5. დასასრულის დასაწყისი 10
Print