კულტურა
„ქუთაისს მიენიჭოს საფესტივალო ქალაქის სტატუსი“ - ირმა ნიორაძე
FaceBook
ქუთაისში, ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალის პირველი დღე  გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტს დაეთმო. მათ წარმოადგინეს ორმოქმედებიანი სპექტაკლი (ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე).

მანამდე ფესტივალს მიესალმა მოწვეული სტუმრები, ჟიურის წევრები და ფესტივალის ოფიციალური სახე ირმა ნიორაძე.

„ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ კლასიკური, არამედ თანამედროვე ქორეოგრაფიის პოპულარიზაცია. მხატვრულ- ესთეტიკური ცნობიერების ინტეგრაცია ევროპის კულტურულ სფეროში. ახალგაზრდა თაობას უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა საკუთრი ნიჭიერება წარმოაჩინონ. მე მინდა ვუსურვო ქუთაისს, ამ ფესტივალზე დაყრდნობით, მიენიჭოს საფესტივალო ქალაქის სტატუსი“, - თქვა ირმა ნიორაძემ.

ფესტივალის სტუმართა შორის იმყოფება ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა.

ფესტივალი საკონკურსოა და მასში გამარჯვებული ამერიკაში ერთთვიანი უფასო სწავლით დაჯილდოვდება.

აღნიშნული ფესტივალი ქუთაისში მეორედ ეწყობა.

ფესტივალის დამფუძნებელია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატა პატარიძე.

ჯორჯ ბალანჩინის საერთასორისო ფესტივალი დაფუძნდა 2017 წელს.

Print