კულტურა
Gumbo - სულხან გოგოლაშვილის ფოტოგამოფენა „ვარლაში“ (ფოტო)
FaceBook
საგამოფენო დარბაზში "ვარლა"ფოტოგამოფენა სახელწოდებით "„Gumbo"გაიხსნა.

ეს მსახიობის და მესხიშვილის თეატრის დირექტორ სულხან გოგოლაშვილის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენაა.

"ვარლას" კედელზე 80-მა ნამუშევარმა მოიყარა თავი.

"სელქციის შემდეეგ 270 ფოტო დარჩა აქედან სამწუხაროდ 80 უნდა გამოემტანა. ეს არ ნიშნავს, რომ რაც შეირჩა საუკეთესოა და რაც დარჩა ნაკლებად. უბრალოდ, ნამუშევრების ინტეგრაცია მოვახდინე ერთმანეთთან. თუმცა ბევრი ისეთი დარჩა რაზეც გული მწყდება,"- ამბობს სულხანი.

გამოფენსი სახელწოდებაც ამ სელექციის შედეგია.

"„Gumbo გახლავთ ერთგვარი "აჯაბსანდალი", ოღნოდ ახალორლეანული , რადგან გამოფენაც შერეული იყო და არა თემატური, ამიტომ დავარქვი. თან ჯაზში გამოიყენება ეს ტერმინი და ამით ჯაზის მიმართ ჩემი სიყვარულიც გამოვხატ", - ამბობს ფოტოგრაფი.

სულხან გოგოლაშვილი ფოტომოყვარულად თვლის თავს, იგი როლან ბარტის სიტყვებს იშველიებს და აღნიშნავს რომ პროფესიონალი და მოყვარული იმით განსხვავდება, რომ ერთი ამაში იღებს ფულმ, მეორე აკეთებს ამას სიყვარულით.

ფოტოგრაფია მისთვის ეს არის ესთეტის მიამრთება სამყაროსთან, რეალობასთან, რაც ჩვენს გარშემო არსებობს.

"ფოტოგრაფია არის ჩემი ესთეტიკა. ჩემი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ქალაქისადმი, ესთეტიკისადმი", - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

გამოფენა "ვარალში" ხუთ დღეს გაგრძელდება.









Print