პოლიტიკა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ბაღდათის სკოლის პედაგოგი გახდა
FaceBook
მიმდინარე წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა.
მან არაერთი პროექტი განახორციელა მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად. მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორთა თქმით: "პედაგოგი მუდმივად ცდილობს სწავლების პროცესში სიახლეების დანერგვას. შეფასების ობიექტური სისტემა მისი ინოვაციური მიდგომაა, რომლის დანერგვამაც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მანანა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი სამომავლო გეგმები ისევ პროფესიულ განვითარებას უკავშირდება".

მანანა კაპანაძის სურვილია გაზარდოს თაობა, რომელიც მზარდ იქნება გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში შემდეგი ხუთეული გავიდა: ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი; ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი; მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი; ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან "ლიბერთი ბანკი", ტელეკომპანია "იმედი" და "საზოგადოებრივი მაუწყებელი".

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
| Print |