პოლიტიკა
10 რამ, რაც უნდა იცოდეთ მწვანე ბარათის შევსებამდე
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „მწვანე ბარათის“ შევსების მსურველებისთვის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ მწვანე ბარათის შევსებამდე:

„1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;

2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;

3. რეგისტრაცია უფასოა;

4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov;

5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;

6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;

7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;

8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;

9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;

10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”,   - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მწვანე ბარათის გათამაშების განახლებული ინსტრუქცია უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე! ეწვიეთ ბმულს:

Print