კულტურა
"მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი ჰოლისკენ" - ახალი მუსიკალური პროექტი ქუთაისიდან
FaceBook
ქუთაისში ახალ მუსიკალურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. "მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი ჰოლისკენ" მუსიკოს შემსრულებლების მოძიებას იწყებს.

მუსიკოს დავი ღვინიანიძის ფონდი "მსოფლიო ტალანტები" ახალგაზრდა ნიჭიერი მოზარდების შერჩევას იწყებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსში გამარჯვებულ მუსიკოსებს აშშ-ში კარნეგი- ჰოლის სცენაზე წარადგენენ. პროექტი ინოვაციური და მეცენატური ხასიათისაა. 

ტალენტებს კომპეტენტური ჟიური გამოვლენს.

პროექტი კონკურსში გამარჯვებულებს დააფინანსებს და საბოლოოდ კარნეგი- ჰოლის სცენისკენ გაუხსნის გზას. აღნიშნულის შესახებ პროექტის ინიციატორმა დავით ღვინიანიძემ და მუსიკოსებმა - პროექტის პარტნიორებმა ნინო და ნანა დიღონაძეებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათ აღნიშნეს, რომ პროექტი ერთჯერადი აქტივობით არ შემოიფარგლება და მრავალწლიან პერსპექტივას გულისხმობს, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

"პირევლი ეტაპი -კონკურსი "მუსიკალური გალერეა -გზა კარნეგი ჰოლისკენ" გალა-კონცერტით დასრულდება კარნეგი ჰოლში. აღნიშნული აქტივობა შემოდგომა ზამთარში განხორციელდება. მეორე ეტაპი ქართული კულტურის დღეები მოეწყობა აშშ-ში მუიკალურ ცენტრში მსოფლიო ტალნტები" და მესამე ეტაპი დაეთმობა ქართული ფოლკლორის დღეებს აშშ-ში", - აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.

მოცემული პროექტი საპილოტეა, რომელიც მომავალი წლიდან საერთაშორისო კონკურსის ფორმით ჩამოყალიბდება აღინიშნა პრეს-კონფერენციაზე.

Print