კულტურა
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტი ქუთაისში მასტერკლასს გამართავს
FaceBook
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტი რაულ მელო ქუთაისში მასტერკლასს გამართავს.

საოპერო მომღერალი ქუთაისის სხვადახვა მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდება და მუსიკასა და სიმრერის ხელოვნებაზე ესაუბრება.

შეხვედრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალურ სკოლაში გაიმართება.
რაულ მელო ქუთაისში I საერთაშორისო საოპერო ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.
ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნა საოპერო სპექტაკლით "ჯამბაზები", სადაც რაულ მელომ მთავარი, კანიოს, პარტია შეასრულა.

Print