კულტურა
„ნანატრი დღე “- ქუთაისში საოპერო ფესტივალისთვის ემზადებიან
FaceBook
16 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიხსნება.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის ოპერის თეატრში პრეს-კონფერენცია გაიმართა, ფესტივალის დამფუძნებლებმა და მონაწილეებმა ფესტივალის შესახებ ისაუბრეს.

მათ წარმოადგინეს პროგრამა, თუ რას უნდა ელოდეს ქუთაისელი პუბლიკა საფესტივალი კვირეულის განმავლობაში.

"ფესტივალის ფარგლებში იმღერებენ მსოფლიო მნიშვნელობის შემსრულებლები. მათ შორის, მეტროპოლიტენ ოპერის თეატრიდან და მსოფლიოს სხვა დიდი თეატრებიდან. ამ დღეს დიდი ხანი ელოდნეენ ქუთაისელი მუსიკოსები და დადგა ეს ნანატრი დღეც", - აღნიშნა ფესტივალის ერთ- ერთმა დამფუძნებელმა დავით ღვინიანიძემ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის საოპერო სპექტაკლი, რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრის რეპერტუარშია. მთავარ პარტიებს მოწვეული სტუმრები შეასრულებენ.

"ოპერის თეატრი წელს 50 წლის ხდება. ეს არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ ეს თეატრი იმსახურებს პატივისცემას ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა თეატრში. წლევანდელი წელი გასნაკუთრებულია, რადგან აღვადგინეთ და თავიდან დავაფუძნეთ საოპერო ფესტივალი", - აღნიშნა ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

ფესტივალის დამფუძნებლებია: ქუთაისი მერია, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იერინე ლომინაძე და საერთაშორისო ფონდის "მსოფლიო ტალანტები" დამფუძნებელი მომღერალი დავით ღვინიანიძე.

ფესტივალი 16-22 სექტემბერს გაიმართება.

Print