კულტურა
რა ღონისძიებებს თავაზობს ქუთაისის მერია „ზაფხულის საღამოებზე“
FaceBook
ზაფხულის ცხელ დღეებში ქუთაისის მერია ქუთაისელებს და ქალაქის სტუმრებს "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში ღონისძიებების ციკლს თავაზობს.

რეაბილიტიებულ უბანში, ზაფხულის განმავლობაში ყოველ უქმე დღეებში მოეწყობა DJ სეტები, სადაც ადგილობრივი DJ-ები წარამოადგენენ House music -ის ჟანში მელოდიებს.

გაგრძელდება ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენების ტრადიციაც.

"ქართული კინოს ას ათი წლისთავთან დაკავშირებით წელს წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული კინო, ქართული კინოკლასიკის შედევრები", - აღნიშნა მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ,კინომცოდნე თამთა თურმანიძემ.

კინოჩვენება გაიხსნება ქართული კინომუსიკის პოპურით. ასევე კლიპით, რომელიც ქართული კინოს მოკლე ისტორიას წარმოადგენს.

კინოჩვენებები მონ-პლაზირის თაღთან გაიმართება.

ღონისძიებების ციკლი მომავალი კვირიდან დაიწყება.

Print