კულტურა
მესხიშვილის თეატრსა და დმანისის თეატრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრსა და დმანისის ზინა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმით გათვალისწინებულია კულტურულ შემოქმედებითი ურთიერთობები, მსახიობებისა და რეჟისორების გაცვლა, საგასტროლო პროგრამები ქუთაისსა და დმანისს შორის, საერთაშორისო შემოქმედებითი პროექტები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორივე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებმა კოტე აბაშიძემ და დაშა ჩხვიმიანმა. ასევე, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და გიორგი თათუაშვილმა.

"დმანისის თეატრი 1990 წელს დაარსდა ჩემი ინიციატივით. უკვე 28 წელია არსებობს. ეს მემორანდუმი ხელს შეგვიწობს ერთმანეთს დავეხმაროთ და ქართული თეატრის განვითარებას შვუწყოთ ხელი", - ამბობს პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი.

Print