კულტურა
ფესტივალზე თერჯოლის თეატრი სპექტაკლს, „სამუშაო მოხუცი ჯამბაზისთვის“, წარმოადგენს
FaceBook
თეატრალურ ფესტივალზე თერჯოლის თეატრი წარსდგება.

დასი ითამაშებს სპექტაკლს "სამუშაო მოხუცი ჯამბაზისთვის" (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე).

ფესტივალი დასასრულისკენ მიდის. ხვალ 7 ივნისს საფესტივალო პროგრამით განსაზღვრულ ბოლო სპექტაკლს აჩვენებენ.

ჯამში ფესტივალზე 16 სპექტაკლი წარმოადგინეს როგორც ქართულმა ასევე პოლონეთისა დ ა აზერბაიჯანის თეატრებმა.

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2018" ორი კვირაა მიმდინარეობს. ფესტივალი საკონკურსოა და 8 ივნისს დასრულდება. სწორედ ამ დღეს გამოავლენენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.

ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.
Print