კულტურა
ზესტაფონში გიორგი ოვაშვილის ფილმის „ხიბულა“ საპრემიერო ჩვენება გაიართება
FaceBook
25 მაისს, ზესტაფონში, გიორგი ოვაშვილის ფილმის "ხიბულა" საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული კინოსურათის "ხიბულა" – ს ჩვენება უშანგი ჩხეიძის სახელობის, პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 18 საათზე შედგება.

"ხიბულა" – საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს.

ფილმში, ზვიად გამსახურდიას როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.

ფილმის საპრემიერო ჩვენება კარლოვი ვარის 52 – ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.


Print