კულტურა
ქუთაისში 22 მაისს თეატრალური ფესტივალი გაიხსნება
FaceBook
22 მაისს ქუთაისში თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი - 2018 "გაიხსნება.

ფესტივალს გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი "უბედურება" გახსნის.

ფესტივალზე იმერეთის ათი მუნიციპალიტეტის თეატრი მიიღებს მონაწილეობას,ასევე ქუთაისში მოქმედი სახელმწიფო თეატრები და დამოუკიდებელი დასები. ფესტივალს პოლონეთისა და აზერბაიჯანისს თეატრები ეწვევიან.

მაყურებელი ჯამში 16 სპექტაკლს იხილავს.

სპექტაკლები 18:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.

Print