კულტურა
„ღამე მუზეუმში“ ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია "ღამე მუზეუმში"  19 მაისს მოეწყობა.

თუკი გასულ წლებში ღამე მუზემში ღონისძიებას მხოლოდ ქუთაისის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობდა, წლევანდელ აქციაში ქუთაისის ყველა მუზეუმი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში დავით კაკაბაძის სახელობის მუზემში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა "ჰე მამულო" მოეწყობა. გამოფენა 18 საათზე გაიხსნება.

20 საათზე დამთვალიერებლებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმი უამსპინძლებს გამოფენით "კლასიკური მუსიკის სათავეებთან".
შემდგომ ესტაფეტას დ. მხეიძის სახელობის ფოტო - კინო მატიანე ჩაიბარებს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას წარმოადგენს.

ღონისძიებაში ჩაერთვებიან საბრძოლო დიდების მუზეუმი და სპორტული მუზეუმებიც. გამოფენებს შემოქმედებითი სახლი "ჯარისკაცის მამა" უმასპინძლებს. გამოფენა 10-დან 19 საათამდე გაიმართება.

აქციას "ღამე მუზეუმში" – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

აქციის "ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

Print