კულტურა
„გაიღიმეთ ბატონებო!“ - მესხიშვილის თეატრში „მიუნჰაუზენის“ პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
15 მაისს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ "მიუნჰაუზენის" პრემიერა გაიმართება.

გრიგოლი გორინის ცნობილი პიესის დადგმას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე განახირციელებს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით როინიშვილი, მარიკა სამანიშვილი, ნინო ჭოლაძე, ზვიად სვანაძე, რეზი ქაროსანიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, იოანე იმედაძე, სულხან გოგოლაშვილი და ელზა სულაძე.

"სპეტაკლი არის თავისუფლებაზე, პიროვნების შინაგან თავისუფლებაზე", - აცხადებენ სპექტაკლის ავტორები.

თავისუფლებასთან ერთად სპექტაკლი ყვება ჭეშმარიტებებზეც, რომელიც ყველაზე ცნობილი ფანტაზიორისა და ისტორიების შემთხზველი ადამიანის პირიდან ჟღერდება.

"ბარონი მიუნჰაუზენი ცნობილია არა იმით, რომ მთვარეზე გაფრინდა ან არ გაფრინდა. არამედ იმით, რომ იგი არასდროს იტყუება.. მე მივხვდი რაშია თქვენი უბედურება, თქვენ მეტისმეტად სერიოზულები ხართ. ჭკვიანური სახის მიღება ეს კიდევ არ ნიშნავს ჭკუის არსებობას ბატონებო. ყველა სისულელეს დედამიწაზე სახის სწორედ ამ გამომეტყველებით აკეთებენ. .. გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ!" - ამბობს მიუნჰაუზენი თავის ერთ- ერთ მონოლოგში.

მიუნჰაუზენს თავისი პროტოტიპი ყავს ჰიერონიმუს კარლ ფრიდრიჰ ბარონ მიუნჰაუზენი. იგი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა.

სპექტაკლი 15, 16, 19 მაისს,  19 საათზე გაიმართება.

Print