კულტურა
ქუთაისში ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს
FaceBook
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით 2 და 3 მაისს კონცერტი გაიმართება. ორ მაისს ცენტრალურ მოედანზე  მთავარ გალა კონცერტზე ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს. მერიის კულტურის სამსახურში განმარატვენ, რომ გვირილობასთან დაკავშირებით ქალაქში ორი მთავარი ლოკაცია იქნება. ქალაქის ცენტრალურ ბაღი და ვერიკოს (სიყვარულის) ბაღი. სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები დილიდანვე დაიწყება.

"ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 2 მაისს მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა შემსრულებლების კონცერტი, აქ მონაწილებას მიიღებენ, როგორც ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებელი ჯგუფები, ასევე, ესტრადის მომღერლები. ამის გარდა, იქნება ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხოლო ვერიკოს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება წიგნების გამოფენა გაყიდვა, ღვინის ფესტივალი ნახატების გამოფენა და სხვა",  - ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, თამთა თურმანიძე. 

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 57 560 ლარის ტენდერი გამოაცხადა. 



Print