კულტურა
ქართულ-ებრაული ურთიერთობა, როგორც კულტურული ძეგლი (ვიდეო)
FaceBook

ქართულ-ებრაულ ურთიერთობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დოკუმენტი საქართველომ უკვე იუნესკოს მიაწოდა, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარებაც მოხდეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართულ-ებრაული ურთიერთობა უნიკალური ფენომენია.


როგორც ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი , ნიკა ანთიძე განგვიმარტავს, ქართულ-ებრაული დამოკიდებულების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება მისი დაკარგვის საფრთხეს გამორიცხავს.

"ქართულ-ებრაულ ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე საზოგადოებრივად მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, საუკუნეების
განმავლობაში ჩვენს შორის არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი, ანტისემიტური განწყობა, რაც ნამდვილად აღიარებას იმსახურებს," - ამბობს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.

ქართულ-ებრაული ურთიერთობის არამატერიალურ კულტურული ძეგლად აღიარებაზე  პრემიერმა განმარტა, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი ზეიმია. 

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა – ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი ამხელა პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე. თუნდაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაგალითი რად ღირს. სათქმელი ძალიან ბევრია“, – განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა. 

ქართულ-ებრაული  კეთილმეგობრული ურთიერთდამოკიდებულება  26-საუკუნეს ითვლის. ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალით ქუთაისია, სადაც ებრაელები წლების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.  დღესდღეობით ქუთაისში 60-მდე ებრაული ოჯახი ცხოვრობს.

თანამედროვე ქუთაისში ნაკლებად დღეს უკვე ნაკლებად იცნობენ იმ ადამიანის სახელს, რომელმაც თავის დროზე, ებრაელი ხალხი საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა. 

ქუთაისელმა ალექსანდრე-საბა კლდიაშვილმა 1905 წელს, ოდესელი ებრაელები დარბევას სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. 





ამავე თემაზე:

ძმობაზე და მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობა

სხვისთვის შეწირული სიცოცხლე - ქუთაისელი გმირის უცნობი ისტორია
Print