კულტურა
ანამარია სტელა ქუთაისში - ქალაქს "ლა სკალას" დირექტორი ეწვევა
FaceBook
ქუთაისს "ლა - სკალას" საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ესტუმრება.
მისი ვიზიტი  ჯორჯ ბალანჩინის II საერთაშორისო ფესტივალს უკავშირდება, რადგან ის ჟიურის შემადგენლობაში იქნება. 

ფესტივალი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ორგანიზაციის ინიციატივით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართება.

"ერთი წელია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ანა მარია პრინასთან, მისმა გულისხმიერებამ და საქართველოთი დაინტერესებამ გაგვიადვილა თანხმობის მოპოვება. მნიშვნელოვანია, ასეთი მაღალი პროფესიონალის მქონე ჟიურის ყოფნა ჩვენი ფესტივალისთვის და ყველა მონაწილესთვის. ვფიქრობ, ქუთაისში ნელნელა იქმნება საბალეტო გარემო, რაც ძალიან მახარებს. ფესტივალზე მონაწილეთათის რეგისტრაცია  მაისიდან გამოცხადდება," - ამბობს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი და ფესტივალის ორგანიზატორი ნატალი პატარიძე. 

მისივე თქმით, გასულ წელს ქუთაიუსში ჩატარებულ ანალოგიურ ფესტივალზე საერთაშორისო მასშტაბით  6 ქვეყანა მონაწილეობდა მათ შორის ლატვია ლიტვა, გერმანია და ჩეხეთის. წელს კი, უფრო მეტ მონაწილეს ელოდებიან. 

ანა მარია პრინა 1974 წლიდან იკავებს ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორის თანამდებობას. ანა მარია პრინას წვლილი ისტორიულია ევროპული საბალეტო სკოლის განვითარებაში უდიდესია.

პრინა  კლასიკური ცეკვის ორი ცნობილი წიგნის ავტორიცაა. მის მიერ წარმატებით დადგმულ ცეკვებს შორისაა: "ფიგაროს ქორწინება", "ფოლსტაფი", "მონა ლიზა" და მრავალი სხვა.

ფესტივალი ქუთაისში პრინას მონაწილეობით 2018 წლის 2-4 ნოემრის ჩათვლით ჩატარდება.



Print