კულტურა
ფესტივალი და გალა კონცერტი - "არტგენი" წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბო ფოლკლორულ ფესტივალს "არტგენის"  სამასპინძლოდ ემზადება. 

ღონისძიება  ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში მიმდინარე წლის 27 ივნისს ჩატარდება. რომლის ფარგლებშიც,  იმერული ოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. ასევე, საკუთარ რეპერტუარებს წარმოადგენენ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული, ხოლო გალა კონცერტზე ფოლკლორული ჯგუფი ,,რეგიონი'' იმღერებს.

"ჩვენი მიზანია ფესტივალების ქალაქად ვაქციოთ წყალტუბო, რაც უფრო პოპულარულს გახდის კურორტს, მოიზიდავს რეგიონიდან ახალგაზრდებს, ტურისტებს და მუნიციპალიტეტი უფრო გაცოცხლდება," - ამბობს წყალტუბოს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, რიმა მარგიანი. 




Print