კულტურა
"იქნება კრეატიული და საინტერესო" - ხელოვნების ფესტივალი წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოში  29 სექტემბერს, ხელოვნების ფესტივალი ჩატარდება.
წყალტუბოს მერიაში განმარტავენ, რომ ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, სადაც ქართული და უცხოური ფოლკლორული ანსამბლები ერთობლივ კონცერტებს ჩაატარებენ.

"წყალტუბო დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქია, ამავე დროს, მას აქვს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ორგანიზაცია აქ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას უკვე 7 წელი ატარებს, წყალტუბოელ მხატვრებთან, მუსიკოსებთან, ხელოვან და შემოქმედ ადამიანებთან გვაკავშირებს მეგობრული ურთიერთობები, წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის ორგანიზებით უკვე ხუთჯერ გაიმართა ხელოვნების ფესტივალი, რომლის პროგრამა იყო დატვირთული შემეცნებითი და კულტურული ღონისძებებით, უცხოეთიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, კლასიკური მუსიკის პედაგოგებმა გამართეს ერთობლივი კონცერტები, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ და წელს ფესტივალის პროგრამა იქნება კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კრეატიული, საინტერესო და სანახაობრივად სასიამოვნო, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოში ჩამოვა შვეიცარიის ელჩი,'' - განმარტავენ წყალტუბოს მერიაში.

ხელოვნების ფესტივალის მოწყობის პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიის ხელოვნების და კულტურის რეგიონული პროგრამის ფარგლებში, ორგანიზატორები წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი და ციურიხის მშვიდობის ფონდი "არტასი" არიან.

ხელოვნების ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და სხვადასხვა ინტერდისციპლინურ ღონისძიებას მასპინძლობს. ფესტივალი შვეიცარული ფონდის "არტასფოუნდატიონ"-ისა და წყალტუბოს "დევნილ ქალთა კავშირის" თანამშრომლობით დაარსდა.
Print