კულტურა
ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების კონცერტი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების - მ. ბალანჩივაძის სახ. №1 სამუსიკო სკოლის, ზ. ფალიაშვილის სახ. №2 , ზ. ანჯაფარიძის სახ. №3. ნ. გაბუნიას სახ. №4 სამუსიკო სკოლები და მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელებმა მიიღეს.



ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღისთვის  მაყურებლის წინაშე ქუთაისის სამუსიკო სკოლების კურსდამთავრებულები წარსდგნენ, რომლებიც სწავლას დედაქალაქში აგრძელებენ.

კლასიკური მუსიკის საღამო ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


Print