კულტურა
ქუთაისის ოპერის თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება
FaceBook
7 მარტს, ქუთაისის ოპერის თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.

კონცერტში ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების - მ. ბალანჩივაძის სახ. №1 სამუსიკო სკოლის, ზ. ფალიაშვილის სახ. №2 , ზ. ანჯაფარიძის სახ. №3. ნ. გაბუნიას სახ. №4 სამუსიკო სკოლები და მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მონაწილეობენ.

კლასიკური მუსიკის საღამო ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვლენ და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქუთაისის სამუსიკო სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლას დედაქალაქში აგრძელებენ.

საღამოს ორგანიზატორთა თქმით, გაერთიანების ფილიალების გარდა კლასიკური მუსიკის საღამოზე წარმოდგენილი იქნებიან მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, სოლისტები, გუნდი და ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.
ღონისძიების დაწყებამდე, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელობა მადლობის სიგელით დააჯილდოებს გაერთიანების თანამშრომელ ქალებს ქალაქის კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

Print