კულტურა
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ბოსნია-ჰერცოგოვინაში გასტროლზე მიემგზავრება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ბოსნია-ჰერცოგოვინაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

ბოსნიაში აღნიშნული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 34 წელია ფუნქციონირებს.

მესხიშვილის თეატრის სპექტაკლ "დუპლეტს" (რეჟისორი კოტე აბაშიძე) სარაევოს ნაციონალურ თეატრში 15 მარტს წარადგენენ.

"სპეტაკლი უკვე ჩანიშნულია ნაციონალურ თეატრში. ფესტივალის პირობის თანახმად სპექტაკლი ბოსნიურ ენაზე უნდა ითარგმნოს", - აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

საზღვარგარეთ, თეატრალურ ფესტივალში მესხიშვილის თეატრი, მისი არსებობის მანძილზე პირველად იღებს მონაწილეობას.

Print