კულტურა
ქუთაისის ოპერის თეატრში გერმანიიდან მოწვეული სოპრანო იმღერებს
FaceBook
13 იანვარს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში უფასო გალა-კონცერტი ჩატარდება.

ღონისძიებაზე გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული სოპრანო, დალი ანთიძე-ციმერმანი იმღერებს. მასთან ერთად, ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები ევროპელ და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს შეასრულებენ.

როგორც ოპერის თეატრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კონცერტი ახალ წელთან დაკავშირებით ტარდება.

"ოპერის თეატრი არ ღალატობს ტრადიციას და წელსაც ატარებს სადღესასწაულო გალა-კონცერტს, სადაც მსურველებს უფასოდ შეუძლია დასწრება. ოპერის თეატრის ადმინისტრაცია ამ კონცერტით ყველას ულოცავს ახალ წელს, "- განმარტავენ ქუთაისის ოპერის თეატრში.

გალა-კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში 17 საათზე დაიწყება.
Print