კულტურა
გელათის მონასტერში ის განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკებს აზიანებდა
FaceBook

გელათის სამონასტრო კომპლექსში მთავარ ტაძარში დამონტაჟებული გარე განათება მოხსნეს.

აღნიშნული განათება გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში აფსიდის ფრესკასთან იყო დამონტაჟებული, რომელიც ფრესკას აზიანებდა.

აღნიშნული განცხადება 2018 წლის 7 იანვარს სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯარო ჯგუფში "ხელოვნების ისტორიკოსებ"-ში   Nikoloz Nikolozishvili -მა გააკეთა და ფოტოსურათიც განათავსა, სადაც ასახულია თუ როგორ აზიანებს გარე განათება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით მათ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მალევე მოახდინეს.

"მალევე მოახდინა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით აღნიშნული განათება მოიხსნა",  -  განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

 

Print