კულტურა
„სერიოზული განაცხადი“ - ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ვერდის "რიგოლეტოს" პრემიერა გაიმართა.




"რიგოლეტო" ოცწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუკრეს ქუთაისის ოპერის თეატრში. სპეციალისტების მხრიდან წარმატებულ პრემიერად შეფასდა.

"როდესაც საოპერო თეატრს აქვს რეპერტუარში "რიგოლეტო" ეს სერიოზული განაცხადია ეს იმას ნიშნავს,  რომ ძლიერი საოპერო თეატრია", - აღნიშნა მუსიკოსმა მეგი ჭანტურიამ.

თეატრის რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ „რიგოლტოს“ დრამატრუგია ახლებურად წარმოაჩინა. სამაგიეროს მუსიკალური რედაქცია არ შეცვლილა თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის მიერ.

"არის ასეთი ტერმინი "კუპიურა",რაც შეკვეცას ნიშნავს.რევაზ ჯავახიშვილმა ვერდისეული, ავტორისეული ყველა "კუპიური" გახსნა და დიდი სიამოვნება მიანიჭა ამით მსმენელს", - ამბობს მეგი ჭანტურია.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობდნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი, სულხან გველესიანი, გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი და სხვა.

Print