კულტურა
„ყველასთვის სასურველი სპექტაკლი“ - ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ოპერის დაარსების 49-ე წლისთავს პრემიერით ხვდებიან.

დღეს, 27 დეკემბერს, ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" პრემიერა გაიმართება.

სპეტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვრები თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.



"რიგოლეტო" ქუთაისის ოპერის თეატრში პირველად 1972 წელს დაიდგა. სპექტაკლი 2000 წელს აღდგინეს. დღევანდელი პრემიერა ახალი რედაქციით იქნება წარმოდგენილი.





Print