კულტურა
თანამედროვე მრავალპლანიანი ტექსტი - ქუთაისში გიო სუმბაძის გამოფენა გაიმართა
FaceBook
ქუთაისი თი ბი სი გალერეაში გიო სუმბაძის მულტიმედია გამოფენა URB EX გაიმართა.გამოფენა ორი კომპონენტით წარსდგა: ვიდეო ინსტალაცია და ფოტო გამოფენა.

ვიდეო ინსტალაციაში ნაჩვენები იყო თბილისის მეტროს ვიდეო დოკუმენტაცია. თიბისი გალერეაში კი გამოიფინა 2013 წელს ქუთაისში გადაღებული ფოტოსერია.
ავტორი თავის ნამუშევრებში წარმოადგინა ის ობიექტები, რომლებიც ქალაქის სახეს და ისტორიას ქმნიან. მიტოვებული შენობები ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროა, ისევე როგორც სატრანსპორტო ქსელი და სხვა სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც ქალაქის სახეს განსაზღვრავენ.
" საინტერესოა ის რომ აქ დაგვხვდა ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი სივრცე,ქალაქი,რომელიც ზეპირად ვიცით, რომლის აღქმის უნარი დავკარგეთ . მოვედით აქ და ისევ ამ სივრცეს რომ ვხედავთ ,ამით ჩვენთვის მეორე ტექსტი ჩნდება, თანამედროვე მრავალპლანიანი ტექსტი ერთი დ ა იგივე გამოსახულებით ჩემსა და სხვის გონებაში. ეს ქალაქი გამოფენზე ყოფნით უკვე აღარ არის აქ, მან გადაინაცვლა ფიზიკურიდან მეხსიერებაში. სანამ შენ ამის გახსენება დ ა რეაბილიტირება შეგიძლია გონებაში მანამდე ის იქნება უკვდავი. სანამ ცოცხლები ვართ ისევე ცოცხლობს ეს ქალაქი ამ გამოსახულებებში... ეს ტექსტი უკვე სხვაგვარად იკითხება, მას სულ სხვა ადამიანი კითხულობს ჩვენთვის, ამიტომ ძალიან საინტერესოა"- აღნიშნა ფოტოგრაფმა და მხატვარმა გელა ღაჭავამ.
გამოფენა წარმოადგინეს Project ArtBeat--ის მოძრავმა გალერეამ და თიბისი ბანკმა.

Print