კულტურა
ზურაბ რთველიაშვილი ქუთაისში წიგნის პრეზენტაციას გამართავს
FaceBook
8 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ზურა რთველიაშვილი საქართველოშია პირველად ჩამოვიდა. წლების განმავლობაში ის შვედეთში, სტოკჰოლმში ცხოვრობს და მოღვაწეობს, იქ გამოიცემა მისი წიგნები და ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც ქართველი არტისტი პერფორმანსებს ატარებს, ამდენწლიანი პაუზის შემდეგ კი მისი ლექსების კრებული საქართველოშიც გამოიცა.

"პოეზიის დიქტატურა" ესაა წიგნი რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა დაბეჭდა და ის მოიცავს რთველიაშვილის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდს.

წიგნის პრეზენტაციას ზურა რთველიაშვილი ქუთაისშიც ჩაატარებს. 7 ნოემბერს, 18:00 საათზე, ახალგაზრდული ცენტრის კინოდარბაზში პოეტი და პერფორმერი ქუთაისელ მკითხველს შეხვდება.
Print