ჯანდაცვა
მიმდინარე წელს, ქუთაისში სამ ექიმს სერთიფიკატი შეუჩერდა
FaceBook

ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.


სამედიცინო რეგულაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მაშტაბით, მიმდინარე წელს სერთიფიკატის მოქმედება 67 ექიმს შეუჩერდა, ხოლო 90 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცათ.

სამედიცინო საქმიანობის  სახელმწიფო რეგულირების  სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექიმებისთვის სერთიფიკატის  გარკვეული დროით შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს  მიერ იქნა განხილული.

2017 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, სულ  ექიმებზე 141  საჩივარი შევიდა, რომელიც ძირითადად პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარების ხარისხს ეხებოდა. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიმდინარე წელს განხილულ იქნა 103 საკითხი, რის შედეგადაც დაისვა 157 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.


"სერთიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე 2017 წელს განხილული საკითხების მეტი წილი დედათა დაბავშთა მომსახურების სახითხებზე მოდიოდა" - განმარტავენ სამედიცინო საქმიანბის რეგულირების სააგენტოში.

ქუთაისში,2016 წელს ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეუჩერდა, ხოლო ხუთს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ექიმების წინააღმდეგ ქუთაისიდან 2016 წელს 22, გასულ წელს კი 45 საჩივარი შევიდა.

ექიმისთვის პროფესიული საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო იღებს, რომელიც ამჟამად 25 წევრისგანაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ, საბჭო ამ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონის "საექიმო საქმიანობის შესახებ" 77-ე მუხლის მიხედვით ახორციელებს.

კანონის მიხედვით, ექიმს იმ შემთხვევაში უჩერდება სახელმწიფო ლიცენზია, როცა სამედიცინო რეგულურების სააგენტოდან წერილობითი გაფრთხილება წელიწადში სამჯერ აქვს მიღებული.

თუმცა, კანონით განსაზღვრული არ არის, ერთ ექიმს, ზოგადად, რამდენჯერ შეიძლება შეუჩრდეს და ისევ აღუდგეს შესაბამისი სერთიფიკატი.

რა ცვლილებები იგეგმება ჯანდაცვის სისტემაში ექიმების კვალიფიკაციის  ასამაღლებლად  ნახეთ 22 ოქტომბერს ქუთაისიპოსტზე  სტატია.

 

Print