ჯანდაცვა
"სამსახურში ყოველი 5 დასაქმებულიდან 1 მათგანს აქვს ფსიქიკური აშლილობა" - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
FaceBook
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ.
ცენტრის წარმომადგენლებმა, სტუდნეტებს დაავადების სირთულის, მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს. საჯარო ლექციაზე ასევე, წარმოდგენილი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებად ქვეყნებში 10 ყველაზე ხშირი დაავადებიდან 6 მათგანი ფსიქიკური კუთხით გვხვდება, ხოლო მსოფლიოში ყოველ 10 ადამიანიდან 4 მათგანს დეპრესია ემართება, აქედან კი მხოლოდ 2 მათგანს უტარდება სრულყოფილი მკურნალობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ყოველწლიურად დაავდებასთან სამკურნალოდ კონკრეტული თემების შეჩრევა ხდება. წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  "ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე" ამ კუთხით მუშაობა აირჩია.

"საქართველოში არ არსებობს არც კანონი და არც რაიმე რეგულაცია, რომ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის შემდეგ პიროვნების დასაქმება. აუცილებელია, ამ მხრივ, სახელმწიფოს ჩართულობა, თუმცა, ასევე უნდა გააქტიურდეს ბიზნესი, რადგან ეს ადამიანები საჭიროებენ დასაქმებას. გადა ამისა, ამ თემას აქვს მეორე მხარე. სამსახურში ყოველი 5 დასაქმებულიდან 1 მათგანს აქვს ფსიქიკური აშლილობა. ამიტომ აუცილებელია სამსახურში იყოს მშვიდი თანასწორი გარემო" - ამბობს ფსიქიატრი, ნანა ზავრადაშვილი.

მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირის მიმართ არსებობს გარკვეული სტიგმა, რომელიც ხელს უშლის მათ დასაქმებას. მისი თქმით, სტიგმის ერთ- ერთი ნაწილია, ის რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები არიან საზოგადოებისთვის საშიშნი.  ნანა ზავრადაშვილის ინფორმაციით, დაავედებული ადამიანი მხოლოდ 0,005% შემთხვევაში აყენებს ზიანს სხვა ადამინას, ხოლო 10 % შემთხვევაში აზიანებს საკუთარ თავს.
Print