ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook

მაღალი ტემპერატურის დროს გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.


ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ თუ მაღალი ტემპერატურის გამო ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, ასევე აღენიშნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი და თავის ტკივილი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას.

"გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი," - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ცნობით, თუ ადამიანს კუნთები ტკივა და ფეხებში, ხელებში ან მუცელზე სპაზმი აქვს ელექტროლიტების შემცველი ხსნარები უნდა მიიღოს. ხოლო თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.

იმ შემთხვევაში კი თუ ადამიანს გამომშრალი აქვს კანი და აღენიშნება კრუნჩხვა, ბოდვა და გონების დაკარგვა მისი ჰოსპიტალში გადაყვანაა საჭირო. 

ცენტრის წარმომადგენლების რეკომენდაციით, მოქალაქეებმა მაღალი სიცხის დროს თავი უნდა აარიდონ მზეში გასვლას და ასევე საცხოვრებელ სახლში ტემპერატურა აღ აღემატებოდეს დღისით 32 C ,  ხოლო ღამით 24C-ს.

 

Print