ჯანდაცვა
C ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც შეძლებენ
FaceBook
C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ნეიტრალური პასპორტით, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით შეეძლებათ.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, უფასო პროგრამით სარგებლობის უფლება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუზრდით წვდომას ამ სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე.

"ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ შეეძლებათ ჩართვა ამ პროექტში ნეიტრალური პასპორტით ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით,"- განმარტავენ უწყებაში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები პირადობის ნეიტრალური მოწმობით C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოში  C ჰეპატიტის პროგრამაში დღემდე 38 000 -მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, ამათგან მკურნალობაში 37 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, ხოლო 29 000-ზე მეტმა პაციენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

განკურნების მაჩვენებელი კი 98% შეადგენს.
Print