საზოგადოება
საყოველთაო ჯანდაცვის ახალი სისტემა - ვინ რა მომსახურებას მიიღებს
FaceBook
საქართველოში მცხოვრები თვითდასაქმებული, არარეგულარული და დაბალი შემოსავლის მქონე პირები, რომელთა შემოსავალი ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლებია 2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტებით სარგებლობს. საქართველოს შრომის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი ძალაში 2017 წელს შევიდა.
უწყების ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამით სამინისტრომ პროგრამის უფრო მეტი ოპტიმიზაცია გააკეთა. რის მიხედვითაც, თითოეულ ადამიანს მისი შემოსავლის, სტატუსის, ასაკის და მდგომარეობის მიხედვით სამედიცინო მომსახურეობის მიღება განუსაზღვრა. უწყებაში განმარატვენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ოპტიმიაცია, არ უკავშირდება ამ დრომდე არსებული პროგრამის მომსახურების ხარვეზებს.

ცვლილებამ პროგრამით მოსარგებლე რამდენიმე სეგმენტი განსაზღვრა. ნაწილს მომსახურება გაეზარდა, ზოგს უცვლელად შეუნარჩუნდა ნაწილისთვის კი, სერვისებით სარგებლობა შეიზღუდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი სეგმენტის, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვით მომსახურება შეეზღუდა ის 1 100 000 ადამინია, რომელთა თვიური შემოსავალი ათას ლარზე ნაკლებია; ასევე, არ ფიქსირდებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არ არიან შშმ პირები, მათი ასაკი არ არის 6-დან 18- წლამდე და სარეიტინგო ქულა არ არის 0- დან 100 000- მდე.

უწყება განახლებული პროგრამით არერეგულარული და დაბალი შემოსავლის მქონე პირებს ამბულატორიულ მომსახურებას 100%-ის ნაცვლად, აქვს 50%- ით დაუფინანებს. ხოლო გეგმიური სტაციონარული მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაში:

„პაციენტს 500 ლარის გადახდა მოუწევს. ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურების ღირებულება 1660 ლარია. ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის 1660 ლარზე მეტი თანხის საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების 70 % ისევ სახელმწიფო დააფინანსებს“, - განმარტავს ჩვენთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომსახურების პაკეტის ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რამდენიმე ფაქტორის გამო გადაწყდა. ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველის თქმით, 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის ამბულატორიულსა და გეგმიურ მომსახურებებზე გარკვეული თანხის გადახდა გამაღარიბებელი არ იქნება.

„ესენი არიან არარეგულარულად თვითდასაქმებული ადამიანები. არ იხდიან ბეგარას. მათ შემოსავალი საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება ჰქონდეთ და სახელმწიფოსთვის მისი შემოსავლის ოდენობა უცნობია. ამიტომ გეგმიურ სამედიცინო მომსახურებზე 500 ლარის გადახდა არ იქნება მათთვის გამაღარიბებელი. ამასთანავე გაუჩენს ბიძგს შეიძინოს კერძო დაზღვევა“, - გვიხსნის მინისტრის მრჩეველი.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეების ელექტრონული მომაცემები უკვე შეადგინა. მოქალაქეები სამედიცინო მომსახურებებს საკუთარი სეგმენტის შესაბამისად მიიღებენ, რისი განსაზღვრაც ადგილზე მოხდება.

„როცა პაცინტი გაივლის მისაღებში რეგისტრაციას, შემოწმდება მისი მონაცემები მისი შემოსავლის სტატუსის თუ მდგომარეობის გათვალისწინებით რა ტიპის მომსახურებას მიიღებენ, ამის შემდეგ მას ეცნობება მოუწევს თუ არა თანხის გადახდა“, - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.

1000 ლარზე ნაკლების შემოსავლის მქონე პირების საყოველთა ჯანდაცვის მომსახურების შეზღუდვის პარალელურად სოციალურად დაუცველ პირებს, 6-დან 18 -წლამდე მოზარდებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს პირობები გააუმჯობესდება.

მაგალითად, 6-დან 18-წლამდე მოზარდებს და 70-დან 100 000 -ქულამდე სოციალურად დაუცველელ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა თვიური შემოსავალი 10 000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვეო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია, ასევე მშობიარობა და საკეისრო კვეთის მომსახურება. ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

150 000 ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 0- დან 100 000- მდეა და არაგადამდები ქრონიკული დაავადებებიდან: გულსისხლძარღვთა დაავადებები, მეორე ტიპის დიაბეტი ფილტვების უკმარისობა და ფარისებრი ჯირყვლის პათოლოგიებიდან ერთ ერთი მაინც აწუხებს სახელმწიფო უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პაკეტით დემოგრაფიული პოლიტიკის განვითარებისთვის საქართველოში კერძო თუ საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში მშობიარობა ყველას დაუფინანსებდა.

Print