ჯანდაცვა
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად რეგიონებიდან თბილისის კლინიკებს უნდა მიმართონ
FaceBook
C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართულმა რეგიონების მცხოვრებლებმა მკურანლობის ჩასატარებლად თბილისში მოქმედ კლინიკებს უნდა მიმართონ.
რეგიონების კლინიკები C ჰეპატიტის პროგრამის მომსახურებაში ამერიკული მხარის მონიტორინგის შემდეგ ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში მოქმედი იმ კლინიკების ჩამონათვალს ავცრელებს, სადაც პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ.
1.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის 16),
2."ჰეპა" (ლუბლიანას 18/20),
3. "ნეოლაბი"- (ნუცუბიძის ქ. 8), 
4. "მრჩეველი" – (ალ. ყაზბეგის ქ.9).
დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ. რეგიონებში მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში.
დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს: პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი,INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
სამინისტრო აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართავ კრიტერიუმებს.
კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე, ხუთშაბათს შეიკრიბება.

Print