ჯანდაცვა
სტომატოლოგიური კაბინეტების მონიტორინგის შედეგები ქუთაისში
FaceBook
სსპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ც ჰეპატიტის ელიმინაცისს პროგრამის მიხედვით ქუთაისში უკვე დასრულდა სტომატოლოგიური კაბინეტების მონიტორინგი.

არსებული 45 სტომატოლოგიური კაბინეტიდან შემოწმდა 18.
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, რომ იმ 18 დაწესებულებაში, სადაც მონიტორინგი განხორციელდა 3 დაწესებულება კომისიას დახვდა დაკეტილი, ხოლო 8 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში საქმიანობას აწარმოებდნენ, სააგენტოსადმი სავალდებულო შეტყობინების გარეშე. სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მსვლელობისას, იმ დაწესებულებათა თანამშრომლებს, სადაც ინფექციური კონტროლის ღონისძიებები სრულდებოდა არასათანადოდ და/ან არასრულყოფილად, გაეწიათ რეკომენდაციები და მიეთითათ ნორმატიული სახელმძღვანელო - საკანონმდებლო და საინფორმაციო მასალა.
მაია ჯიმშელეიშვილი ქუთაისში, ერთ -ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში 17 წელია მუშაობს. ის თვლის რომ აუცილებელია მსგავსი მონიტორინგი სისტემატიურად ჩატარდეს.
"შემოწმება საჭიროა, რადგან ყველა სტომატოლოგიური კლინიკა იყო მობილიზებული რაიმე დარღვევა ან შეცდომა არ მომხდარიყო," - ამბობს მაია ჯიმშელეიშვილი.
კუტაისიპოსტ - თან საუბარში მოსახლეობა აცხადებს რომ მთავარი ისევ სტომატოლოგების კეთილსინდისიერებაა.
"ქუთაისში თითქმის ყველა კუთხეშია სტომატოლოგიური კაბინეტი. ბევრი ცდილობს პაციენტები სახლში მიიღოს. აუცილებელია ყველა კაბინეტის შემოწმება მოხდეს . მთავარია დაიწყო ეს პროცესი , ხალხის ნდომა შემოწმებული სტომატოლოგიური კაბინეტებისადმი უფრო გაიზრდება", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ქრისტინე ქარციძე.
სსპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქართველოს შრომის ჯამრთელობისა და სოცოალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, დაევალა სტომატოლოგიურ კაბინეტებში არსებული ვითარების შემოწმება.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ რომ 2 თვის შემეგ მონიტორინგის სამსახური ისევ დაიწებს შემოწმებას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ამ კლინიკებზე დაიწერება სამართალდარღვევის ოქმი .

ბაია მიქაბერიძე
Print