ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს 2 თვეში კვლავ შეამოწმებს
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმების პირველი ეტაპი, რომელიც თებერვალში დაიწყო, უკვე დაასრულა. მონიტორინგის პირველი ეტაპის  შედეგად 15-მა სტომოატოლოგიურმა კაბინეტმა შეწყვიტა საქმიანობა.

რეკომენდაციები გაიცა სტერილიზაციისა და ჰიგიენური ნორმების შესრულების მიმართულებით.
"სამინისტრომ გასცა მითითებები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში უნდა შეასრულონ კლინიკებმა და გამოასწორონ აღნიშნული დაღვევები. 2 თვის შემდეგ სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ხელმეორედ შეამოწმებს აღნიშნულ კლინიკებს და მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ კლინიკებზე დაიწერება სამართალდაღვევის ოქმი, რომელიც გადაეცემა სასამართლოს და სასამართლო დააკასრიბეს კლინიკებს საჯარიმო სანქციებს", - განმარტავენ "ქუთაისიპოსტან" საუბრაში ჯანდაცვის სამინისტროში.
სამინსტროში განმარტავენ, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება უწყვეტად, როგორც სტომატოლოგიურ კაბინეტებში, ისე სილამაზისა და ტატუ სალონებში.
თეკლე მორგოშია

Print