ჯანდაცვა
24 საათიანი კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში!
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.

ვასილ ნაცვლიშვილს 16 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია კარდიოქირურგიის და მინიინვაზიური კარდიოქირურგიის მიმართულებით. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა კარდიოქირურგად - თბილისის გულის ცენტრში, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალსში, ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკაში „ჰელსიკორი“, კარდიოლოგიურ კლინიკაში „გული“.

ექიმი ნაცვლიშვილი აქტიურადაა ჩართული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში და პროფესიული საზოგადოების აქტივობებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ღონისძიებებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში პრაქტიკულ მასტერ-კლასებსა და სასწავლო პროგრამებში.

ვიზიტის დასაჯავშნად დაუკავშირდით: 0431 20 80 80
მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N83ა
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სამედიცინო სიახლეების გასაცნობად გამოიწერეთ ჰოსპიტლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter

(R)
Print