დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს
და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI
სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის
სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ
გამოვლენას უზრუნველყოფს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ყოველი თვის ბოლო შაბათს
მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს —
თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას,
ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას
უზრუნველყოფს.
• უახლესი, მაღალი გარჩევადობის MAGNETOM Flow 1.5T აპარატურა
• გამოცდილი ნეიროქირურგისა და რადიოლოგის პროფესიული კონსულტაცია
• კვლევების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით
რატომ არის მნიშვნელოვანი ანევრიზმის დროული
გამოვლენა?
ანევრიზმა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ მაშინ იჩენს
თავს, როდესაც სისხლძარღვი მნიშვნელოვნად ფართოვდება ან სკდება.
გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიში მდგომარეობაა და
საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.
ვისთვის არის რეკომენდებული სკრინინგი:
• ხშირი ან გაურკვეველი თავის ტკივილის მქონე პირებში
• მაღალი არტერიული წნევის მატარებელ პაციენტებში
• ოჯახური ისტორიის დროს (ინსულტი, ანევრიზმა)
• 40 წელს ზემოთ ასაკში
პროცედურის უპირატესობები:
• სწრაფი და კომფორტული (ხანგრძლივობა: 10–15 წუთი)
• არ საჭიროებს კონტრასტული ნივთიერების გამოყენებას
• არაინვაზიური მეთოდია
• შესაძლებელია მრავალჯერადი ჩატარება
იმ შემთხვევაში, თუ კვლევის შედეგად გამოვლინდება ანევრიზმის
რადიოლოგიური ნიშნები, პაციენტი იმავე დღეს მიიღებს უფასო
კონსულტაციას ნეიროქირურგთან. კონსულტაციას ჩაატარებს დასავლეთ
საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების
ხელმძღვანელი,
იაკობ ცერცვაძე, რომელიც არის: ვიანის
ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი,
ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის ეროვნული დელეგატი, საქართველოს
ნეიროქირურგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი, პედიატრიული
ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
თავის ტვინის ანევრიზმა ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება — ნუ დაელოდებით
კრიტიკულ მომენტს. გაიარეთ სკრინინგი დროულად.
ვიზიტის დასაჯავშნად დაუკავშირდით: 0431 20 80 80
მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N83ა
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სამედიცინო სიახლეების
გასაცნობად ეწვიეთ ჰოსპიტლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს:
https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter
(R)
მასალის გამოყენების პირობები