ჯანდაცვა
რა მდგომარეობაა იმერეთში რესპირატორული ვირუსების გავრცელების კუთხით
FaceBook

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.



გოჩა გიორგაძის თქმით, რეგიონში რესპირატორული ინფექციების მატება გაქვს, თუმცა ეს სეზონისთვის დამახასიათებელია. 

მისივე განმარტებით, ძირითადად ცირკულირებს ე.წ. ღორის გრიპი, გავრცელებული სიმპტომები კი არის მაღალი ტემპერატურა, სურდო, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.

„თუკი ტემპერატურა 39-ზე მაღალია და გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და მისი მეთვალყურეობით ჩაიტარონ მკურნალობა. აქვე აღვნიშნავ, რომ გართულება, უმეტესად, შეიძლება შეგვხვდეს ისეთ პაციენტებში, თუკი ის არ არის ვაქნიცირენული, ან არის ქრონიკულად მოავადე. ვაქცინირებულ პაცენტს კი შეიძლება მედიკამენტური ჩარევა არც დასჭირდეს, ისე გადაიტანოს ვირუსი“,- განმარტავს გოჩა გიორგაძე.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან რესპირატორული ინფექციები თებერვალსა და მარტშიც გვექნება.

„შესაბამისად, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ კაბინეტებს. ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გვაქვს საქართველოში და შეუძლიათ აიცრან. ასევე ამბულატორული პაციენტებისთვის სახელმწიფომ უზრუნველყო ანტივისურული პრეპერატი „ტამიფლუც“, რომელიც ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ენიშნებათ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ“,- ამბობს გოჩა გიორგაძე.

მისი განმარტებით, დაავადებული ადამიანი არ უნდა დადიოდეს სამსახურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და თუ ამის აუცილებლობაა, გამოიყენოს პირბადე, რათა სხვა ადამიანებსაც არ გადადოს ვურუსი. ამასთან, მნიშვნელოვანია, დაიცვას ჰიგიენის წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ქვეყნის მასშტაბით, გასული წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყო. იმერეთის სამედიცინო ცენტრებს 24 500 დოზა ვაქცინა მიეწოდა. ჯამში კი ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

 

Print