ჯანდაცვა
" სეზონური გრიპის ვირუსების შემთხვევები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს"- ინფექციონისტი ივანე ჩხაიძე
FaceBook
ინფექციონისტ ივანე ჩხაიძის განხადებით, ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა.
მისივე თქმით, ძირითადად „ეიჩ ერთი ენ ერთი“ და „ეიჩ ერთი ენ სამი“ ვირუსები ცირკულირებს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, მთავარი რეკომენდაცია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში, ექიმებისთვის მიმართვიანობაა.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონზე იყო“, -განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის გავრცელება თითქმის გაორმაგებულია. ქვეყანაში ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც.




Print