ჯანდაცვა
"კოვიდ 19"-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
„საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო ფაზა დასრულდა, პანდემია არ დასრულებულა. ბოლოდროინდელი პიკები იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიით, სულ მცირე, შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა.
Print
თეგები: #პანდემია