ჯანდაცვა
ემუქრება თუ არა კოვიდის ახალი შტამი Arcturus-ი საქართველოს?
FaceBook
კორონავირუსის ახალი შტამი Arcturu-ი საქართველოში დადასტურებული არ არის, თუმცა სპეციალისტთა განმარტებით, რისკები დიდია, რადგან ის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

ახალი შტამი ომიკრონის ქვეჯგუფს წარმოადგენს და განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა ის, სხვა შტამების სიმპტომებისგან განსხვავებით, თვალებს აზიანებს.

„ვირუსებს ხშირად ახასიათებთ მუტაცია, მათ შორის არის კორონავირუსიც. ხდება ახალი შტამებისა და ქვეშტამების წარმოქმნა. ზუსტად ასეთი ახალი ქვეშტამია ე.წ Arcturus იგივე XBB.1.16. ეს ვარიანტი პირველად აღმოაჩინეს მიმდინარე წლის იანვარში, თუმცა
ჯანმო-ს ყურადღების ქვეშ მოექცა მარტის თვეში, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა ინდოეთსა და ნეპალში შემთხვევების მკვეთრი მატება. ამ ახალ მუტაციას აქვს უნარი, სწრაფად გადამდებლობის და გამოხატული სიმპტომია კონიუქტივიტი“,- განმარტავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

იმ შემთხვევაში თუ ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირდა, ინფექციონისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ბუსტერ დოზით აიცრან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი Arcturus, იგივე XBB.1.16 გავრცელდა, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და მაღალი სიცხით, ხველებითა და თვალების სიწითლით ვლინდება.

როგორც WHO-ში აცხადებენ, ეს შტამი ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა და ის უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

Print