ჯანდაცვა
ზიკა XXI საუკუნის ტიპიური ვირუსი
FaceBook

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის   განაცხადებით ზიკას ვირუსის ეპიდემია მსოფლიო მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს, წერს Liberation.


ტეხასის სანიტარიის სამსახურის განცხადებით დაფიქსირებულია ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემის შემთხვევებიც.
ერთ ეპიდემიას მეორე მოყვა, აღნიშნავს სტატიის ავტორი. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გაერკვა სიარა- ლეონეში ებოლას გავრცელების მიზეზებში, მას მალევე მოუწია ახალ ვირუსთან გამკლავება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განგაში ატეხა მსოფლიო მასშტაბის საფრთხეზე.


"განგაშის ხარისხი, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაჭარბებული მეჩვენება. სიტუაცია უნდა განიმუხტოს,"- აღნიშნა პროფესორმა ჯან-ფრანსუა დელპრესმა, რომელიც შიდსისა და ებოლას კვლევების სააგენტოს წარმომადგენელი და კოორდინატორია. 

მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ვირუსი შესაძლებელია პანდემიამდე მივიდეს. ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ პროფილაქტიკა არ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას, "მაგრამ ვირუსი სასიკვდილო არაა, აღნიშნავს მეცნიერი. მისი თქმით, ვირუსს განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მოეკიდონ ორსული ქალები.
ყველა ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტულ რეკომენტაციებს.

ორგანიზაციამ გამოაცხადა ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელიც გლობალურ ბრძოლას აწარმოებს ვირუსთან პირველ რიგში სამხრეთ ამერიკაში. თუმცა მაინც სახელმწიფოებს დამოუკიდებლად მოუწევთ ამ ვირუსთან ბრძოლა, აღნიშნავს Liberation.
წყარო: Liberation
Print