ჯანდაცვა
ფარმაცევტული კომპანიები წამლებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ გაყიდიან
FaceBook
15 თებერვლიდან, ფარმაცევტულ კომპანიებს, წამლების გაყიდვა ჯანდაცვის სამინისტრის მიერ განსაზღვრულ ფასზე ძვირად აღარ შეეძლებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ადგენს ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტის რეალიზაცია, როგორც საცალო ასევე საბითუმო ქსელში იკრძალება.

„ცვლილების შედეგად მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main




Print