ახალი ამბები
"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო ჯანმო საგანგებო შეხვედრას გამართავს
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა დადგინდეს, არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა.

„მაიმუნის ყვავილის აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასო, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ წარსულში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა კოვიდის, ღორის გრიპის, პოლიოს, ებოლასა და ზიკას გამო გამოაცხადა.

მსოფლიოში, ბოლო კვირების განმავლობაში, „მაიმუნის ყვავილის“ 1 600-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

რა სიმპტომები ახასიათებს  "მაიმუნის  ყვავილს " ნახეთ აქ.

"მაიმუნის ყვავილის" ინკუბაციის პერიოდი 6-13 დღე ან 21 დღე შეიძლება იყოს. მისი გადამტანები ძირითადად, მღრღნელები და პარაზიტები არიან. დაავადების დიაგნოსტიკა PCR მეთოდით ხდება.

"მაიმუნის ყვავილი" პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. ამ ინფექციით ადამიანის დაავადების შემთხვევა პირველად 1970 წელს, კონგოში გამოვლინდა.



Print