ჯანდაცვა
,,5 -12 წლის ასაკის ბავშვებს განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა სჭირდებათ''
FaceBook
5 -12 წლის ასაკის ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია მუშაობა შესაბამისი ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. 

,,ამ მიმართულებით, ბუნებრივია, დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციები ჩვენთვის გახდება სახელმძღვანელო'',- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ 12 წლიდან ბავშვების იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია. გაბუნიას ინფორმაციით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში აქტიურობენ იმ ბავშვების მშობლები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწდომია სამი ტიპის ვაქცინა: ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი. იმუნიზაციის პროცესი 12-16 წლის ასაკის ბავშვებში დასაშვებია.




Print