ჯანდაცვა
იმერეთში ექვსი კოვიდსასტურმო ფუნქციონირებს
FaceBook
იმერეთის რეგიონში ექვსი კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს.

ქუთაისის მერის მოადგილის ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, კოვიდსასტუმროებში ნომრების 30-60% ათვისებულია.

,,დინამიური პროცესია, აუცილებლობის შემთხვევაში კოვიდსასტუმროების დამატება მოხდება'
'-, ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

ვიცე მერის თქმით, ამ დროისთვის ქუთაისში ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული ცხრა შემთხვევაა, იმერეთის მასშტაბით კი 500-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა,  ვირუსის ხასიათიდან გამომდინარე,  შესაძლებელია რეალურად ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს.

,,ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება,  ჯერჯერობით, ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ''.

საქართველოში ამ ეტაპზე ომიკრონით 1000-ზე მეტი ინფიცირებულია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათი რაოდენობა დაიქსირებულ შემთხვევებზე ბევრად მეტია.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.



Print