ჯანდაცვა
ქვეყანაში კორონავირუსის პიკი, შესაძლოა თებერვალში დადგეს
FaceBook
პროგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, რომელსაც დაავადება კონტროლის ცენტრი ეყრდნობა, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების პიკი ქვეყანაში თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, 60 ათასამდე დღიური შემთხვევაა მოსალოდნელი, რომელთაგან ლაბორატორიულად, დაახლოებით 20-30% გამოვლინდება.

,,გაიზარდა ზარები ცხელ ხაზზე. ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან, ძირითადად, ეს შემთხვევები ომიკრონის მიდის დელტასთან შედარებით მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს. პროგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, ბოლო მონაცემებით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ, სადღაც, თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება ლაბორატორიულად, დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება გვქონდეს 10-15 ათასამდე დღიური შემთხვევა", –
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ომიკრონის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-10%-მდე, როცა დელტას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი  20%-მდე იყო.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.

Print