ჯანდაცვა
საქართველო მალე კოვიდსაწინააღდეგო მედიკამენტებს მიიღებს
FaceBook
საქართველო მალე კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტებს მიიღებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს ,,ფაიზერისა'' და ,,მერკის'' მედიკამენტები, რომელსაც რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

" ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემები სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობას. შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება "ფაიზერის" და "მერკის" წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომელიც  ეფექტურობით გამოირჩევა" -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 962 827 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 913 528, გარდაიცვალა 14 218 პაციენტი.

საქართველოში ამ დროისთვის 816 ომიკრონის შემთხვევაა დადასტურდა.
Print